კაფე-რესტორნები
კაფე-რესტორნები

Domson’s Engineering-ის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის რესტორანი უზრუნველვყოთ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისი საინჟინრო სტანდარტების მიხედვით. რამდენადაც აღნიშნულ შენობებში ადგილი აქვს ღია ცეცხლის გამოყენებას, დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ხანძარ-უსაფრთხოების საშუალებები. ცენტრალური სახანძრო ქსელის გარდა, გამწოვ-ქოლგებზე მოისაზრება მშრალი ხანძარ-ქრობის ლოკალური სისტემები. სამზარეულოდან გასროლილი ჰაერი ხასიათდება მაღალი დონის დაბინძურებით რაც ადეკვატურად აისახება მრავალსაფეხურიანი ფილტრაციაში, მათ შორის ე. წ. იონური და ნახშირის ფილტრების საჭიროებაში. თანამედროვე ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება, მათ შორის სივრცეების დიფერენცირება მწეველთა და არამწეველთა ზონებად. აღნიშნული საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს ჰაერ-ცვლის დაგეგმვაში.